სტატია:
სტატია: ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი
იხ. ბმულზე http://www.etaloni.ge/geo/main/index/21537
სტატია: ვირტუალური მუზეუმი ხელოვნების გაკვეთილზე
კოგნიტური დიაგრამების პრაქტიკული გამოყენება სახვით და გამოყენებით ხელოვნების გაკვეთილზე
რევაზ ცარციძე
- ანაწევრებს მოცემულ ინფორმაციას;
- ორგანიზებას უკეთებს ინფორმაციას;
- შეიცნობს მთელისა და დეტალების ურთიერთმიმართებას;
- ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას;
- სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას.
დიაგრამა : ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე –თუკი მასწავლებლის მიზანია, მაქსიმალურად მიიპყროს მოსწავლის ყურადღება და დააფიქროს ისინი ამა თუ იმ საკითხზე, მასწავლებელი მოსწავლეს სტრუქტურულ და საფეხურობრივ მიდგომას სთავაზობს. ეს მეთოდი ყურადღების კონცეტრირებას უწყობს ხელს, ააქტიურებს მოსწავლის წინა ცოდნას, ეხმარება მასალის მთლიანობაში გააზრებაში, უვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კითხვების დასმის უნარ-ჩვევას. ეხმარება გაიაზროს, რა არის მნიშვნელოვანი მოცემულ მასალაში, მიუთითებს, რა ისწავლა ამ მასალის დამუშავებით, უმაღლებს მოტივაციას. მასწავლებელი ავალებს თითოეულ მოსწავლეს, ინფორმაციის გაცნობამდე შეავსოს პირველი და მეორე გრაფა, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ კი მესამე.
(დიაგრამა1)
ვიცი
|
მინდა ვიცოდე
|
რა გავიგე
|
მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ, გაგაცნოთ „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ დიაგრამის გამოყენების მაგალითი ჩემი პრაქტიკიდან:
აქტივობის მიზანი: განვუმტკიცოთ არქიტექტურული ნაგებობის გაგების, გაცნობის უნარი; მოსწავლეს გავუღრმავოთ კონკრეტული ისტორიული ეპოქის თავისებურებებზე მსჯელობის უნარი და დამატებითი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარ-ჩვევა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
ს.გ. VIII.7. ამოიცნო ხელოვნების ნიმუშის ეპოქალური ნიშნები;
ს.გ. VIII.8. ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);
ს.გ. VIII.11. მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
მოსწავლის დავალება N1-რა იცით გოთური სტილის არქიტექტურის შესახებ და რა გინდათ იცოდეთ? შეავსეთ სქემის „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ 1 და მე-2 გრაფა.
მოსწავლეები ეცნობიან ინფორმაციას გოთური სტილის არქიტეტურის შესახებ:
გოთური არქიტექტურა
გოთური სტილის ჩამოყალიბების პროცესი, მე-12 საუკუნის ბოლოდან დაწყებული შუა საუკუნეების საფრანგეთის კულტურისა და ხელოვნების აყვავების ხანაა. მე-13 საუკუნეში, დიდი კათედრალების ხანაში საფრანგეთი ევროპის უმდიდრესი და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა იყო , პარიზის უნივერსიტეტიც მთელი დასავლეთის ინტელექტუალური ცენტრი გახდა. გოთიკური არქიტექტურა ახალი ტექნიკური აღმოჩენებით გამოირჩევა, მაგ. ევროპაში მე 11-12 საუკუნეებში გავრცელებულ რომანული სტილის ნაგებობებში მასიური კედელი იგებოდა იმ მიზნით , რომ დაეჭირა ჭერი და კარგი საყრდენი ყოფილიყო. გოთიკამ დაამტკიცა, რომ შესაძლებელია უფრო მაღალი შენობების აგება ბევრად თხელი კედლებით და ნაკლებად მასიური საყრდენებით.
გოთიკური ტაძრის კონსტრუქციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ნახევარწრიული რომანული თაღების და კამარების შეცვლას ისრული თაღ – კამარებით, რამაც დიდად შეანელა კამარების განბჯენის ძალა. ისრული თაღი გოთიკის განსაკუთრებულ ნიშნად ითვლება და მეტი სიმაღლის ეფექტს ტოვებს, ვიდრე მრგვალი რომანული თაღები. იგი ასევე ძალიან მყარია და ამავე დროს ძალიან მოქნილი, რადგან ეწყობა სხვადასხვა გრადუსის დაქანებას. გოთიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის, რომ ნაგებობის სიმძიმე და ქვის წყობის სიმტკიცე გარკვეულ წერტილებზე იყო კონცენტრირებული და თუ ეს წერტილები სწორად იყო შერჩეული, სტრუქტურის სხვა ნაწილებს აღარ სჭირდებოდა განსაკუთრებული საყრდენი. ამ გამოგონებას შენობის მასათა საგრძნობი შემსუბუქება მოყვა.
ტაძრის კონსტრუქციის ცენტრს ნახევარსვეტების კონისაგან შედგენილი ბოძები, მათზე დაყრდნობილი შეისრული თაღები და დიაგონალურად ურთიერთგადამკვეთი ნერვიუერები შეადგენდნენ. გოთიკური სტილის შემდგომი დახვეწა ე.წ. არკბუტანებში გამოიხატა. ეს არის შენობის გარე კედელზე მიშენებული ნახევარრკალის ფორმის ქვის თაღი, რომელიც კამარის გამბრჯენ ძალებს გადასცემს გარე კედელზე მიშენებულ ბურჯებს- კონტრფორსებს ( რომლებიც გარე ნავებს ამაგრებს). არკბუტანის დამსახურება მდგომარეობს იმაში რომ ტაძრის მთავარი ნავი ამაღლდა, ხოლო სარკმელი გაიზარდა. ხშირად არკბუტანების დასაყრდენ წერტილებში კონტრფორსებზე აგებდნენ კონუსისებურ სვეტებს, რომლებსაც პინაკლები ეწოდებოდა. ამით ყურადღების გამახვილება ვერტიკალური კონტურების სიმკვეთრეზე ხდებოდა. ამ ელემენტებში გოთიკური არქიტექტურის ყველაზე წარმტაცი თავისებურება გამოიხატებოდა.
გომბრიხი თავის წიგნში „ხელოვნების ამბავი“ გოთური არქიტექტურის შესახებ წერდა, რომ ხუროთმოძღვართა იდეა ეკლესიის იმგვარად აგება გახდა, როგორც ჩვენს დროში სათბურებს აშენებენ , მაგრამ მათ არც ფოლადის ჩარჩოები ჰქონდათ და არც რკინის ძელები, ყველაფერი ქვის იყო და მათი შეერთება საგანგებო გაანგარიშებას მოითხოვდა, სწორი გათვლის შედეგად კი აგებდნენ ქვისა და მინის ვიტრაჟებით შემკულ შენობებს, რომლის მსგავსი დედამიწის ზურგზე მანამდე არ არსებულა. გომბრიხის აზრით გოთიკური ეკლესია თითქოს ქვის ამ გარციოზულ სტრუქტურებს შორის არის შეკიდული და ზუსტად ისე ზიდავს მის სიმძიმეს, როგორც მსუბუქი სხივებით შემტკიცული ველოსიპედის ბორბალი. ორივე შემთხვევაში სიმძიმე თანაბრად ნაწილდება, რაც შემავსებელი მასების კვლავ და კვლავ შემცირების შესაძლებლობას იძლევა, ოღონდ ისე რომ მთელის სიმტკიცე არ შეილახოს.
ისევე როგორც დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ფრანგულმა ხუროთმოძღვრებამ, არქიტექტურამ განვლო: ადრეული, მომწიფებული ანუ მაღალი და გვიანდელი გოთიკის ეტაპები. საფრანგეთის ადრეული გოთიკა მოიცავს მე-12 ს-ის უკანასკნელ მესამედს და მე-13 საუკუნის პირველ მეოთხედს; მომწიფებული გოთიკის ძეგლები იქმნებოდნენ 20-იანი წლებიდან მე-13 საუკუნის ბოლომდე. გვიანდელი გოთიკა მოიცავს მე-14-15 საუკუნეებს, მაგრამ მისი ზოგიერთი ნიშან-თვისება, არქიტექტურული დეკორის სინატიფე და დახვეწილობა იჩენდა თავს უკვე მე-13 საუკუნის ბოლო დროინდელ ძეგლებში. ზოგჯერ მე-15 ს-ის გოთიკურ ხელოვნებას გამოყოფენ ე.წ. „აალებადი“ გოთიკის განსაკუთრებულ პერიოდად.
|
ინფორმაციის გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, დაასრულონ: „ვიცი, მინდა ვიცოდე, რა გავიგე“ დიაგრამის შევსება.
შედარების დროს, ძირითადად, ორი ტიპის გრაფიკული სქემა გამოიყენება: ვენის დიაგრამა და შედარებისმატრიცა. მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა შედარების დროს ხდება. შედარება წარმოადგენს საგნებს ან იდეებს შორის მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის პროცესს. „ვენის დიაგრამა“ შედარებითი ანალიზის საშუალებას იძლევა და ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშების შედარებისას. შედგება ორი ან მეტი რგოლისაგან. ვენის დიაგრამა შემდეგნაირად უნდა შეივსოს: ორი წრის გადაკვეთაში მსგავსებათა ჩამონათვალია მოცემული. განსხვავებები კი წარმოდგენილია წრეების იმ ნაწილებზე, რომლებიც არ იკვეთება. მოსწავლეები ვენის დიაგრამის გამოყენებით ხელოვნების ორი ნიმუშის შედარებისას კარგად დაინახავენ, თუ როგორ ჰგავს ან განსხვავდება ნიმუშები კონკრეტული მახასიათებლის მიხედვით. ამის საილუსტრაციოდ მინდა წარმოგიდგინოთ მოსწავლისათვის მისაცემი დავალების ნიმუში:
მოსწავლის დავალება N2 -შეადარეთ ერთმანეთს გოთური კათედრალების ინტერიერები, განსაზღვრეთ, რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. (შესადარებლად გამოიყენეთ „ვენის დიაგრამა“)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ არქიტეტურული ნაგებობის ინტერიერის შედარებითი ანალიზის უნარი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
ს.გ. VIII.7. ამოიცნო ხელოვნების ნიმუშის ეპოქალური ნიშნები;
ს.გ.VIII.8. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს:
ს.გ.VIII.10. ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.
ს.გ.VIII.11. მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
1. რეიმსის ტაძრის ინტერიერი | 2. კიოლნის ტაძრის ინტერიერი |
(დიაგრამა 2)
დეტალური მიდგომის დროს შედარების მატრიცა უფრო გამოიყენება, ვიდრე ვენის დიაგრამა. მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენა მნიშვნელოვანია კლასიფიკაციის დროსაც, რადგან გარკვეული ელემენტების კლასიფიკაცია სწორედ მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციით იწყება. კლასიფიკაცია გულისხმობს ელემენტების ჯგუფებად დაყოფას, მათ შორის მსგავსების საფუძველზე. კლასიფიკაციისას მთავარია იმ წესების იდენტიფიკაცია, რომელიც კლასსა და კატეგორიაში კუთვნილებას განსაზღვრავს. ქვემოთ მოცემული დავალების ნიმუში, „შედარების მატრიცის“ პრაქტიკულ გამოყენებას ასახავს.
მოსწავლის N3 დავალების ნიმუში:
შეადრეთ ერთმანეთს სამი გოთური კათედრალის ფასადი. განსაზღვრეთ რა მსგავსება და განსხვავებაა მათ შორის. (შესადარებლად გამოიყენეთ „შედარების მატრიცა“)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეს გამოვუმუშავოთ არქიტეტურული ნაგებობის ექსტერიერის შედარებითი ანალიზის უნარი
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი:
ს.გ. VIII.7. ამოიცნო ხელოვნების ნიმუშის ეპოქალურ ნიშნებს;
ს.გ.VIII.8. ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს:
ს.გ.VIII.10. ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.
ს.გ.VIII.11. მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
N1 რეიმსის ტაძარი | N2 შარტრის ტაძარი | N3 კიოლნის ტაძარი |
(დიაგრამა 3)
შედარების მატრიცა | ||||
მახასიათებლები | შესადარებელი ნიმუშები | |||
N-1 რეიმსისტაძარი.ფასადი | N-2 შარტრისტაძარი. ფასადი | N-3 კიოლნისტაძარი. ფასადი | ||
მსგავსება | ||||
განსხვავება | ||||
მსგავსება | ||||
განსხვავება | ||||
მსგავსება | ||||
განსხვავება | ||||
მსგავსება | ||||
განსხვავება |
მოსწავლემ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშების საფუძველზე უნდა მოახდინოს სამივე ნიმუშის მთავარი არქიტექტურული დეტალების, მახასითებლების კლასიფიკაცია, მაგ: შპილი, თაღი, პორტალი, ვარდულისარკმელი და. ა. შ შემდეგ კი დაადგინოს მსგავსება განსხვავება თითოეული ნიმუშის მიხედვით.
ბოლოს, დასკვნის სახით, მინდა აღვნიშნო, რომ კოგნიტური დიაგრამების გამოყენებით პედაგოგი ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას, ეხმარება მას არსებითი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გამიჯვნაში, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში; მოვლენებსა და ფაქტებს შორის ურთიერთკავშირის დანახვაში; მოსწავლე ეჩვევა კრიტიკულ აზროვნებას, სწავლობს დამოუკიდებლად მუშაობას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიურ პროგრესს, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევას.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი: რევაზ ცარციძე
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 (მოქმედი რედაქცია)
- კლდიაშვილი ა. ღაღანიძე ნ. ჯაყელი თ. (2012 წ) ხელოვნება VIII კლასი. გამომცემლობა „კლიო“.
- ბუწაშვილი.თ; დალაქიშვილი.ნ; თოფაძე.ქ; პაჭკორია.თ; ტყემალაძე.რ (2011წ) სწავლება და შეფასება . მასწავლებლთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
- გომბრიხი.ე.ჰ. (2012 წ). ხელოვნების ამბავი. შპს „ლოგოს პრესი“
სტატია: ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი
იხ. ბმულზე http://www.etaloni.ge/geo/main/index/21537
ინოვაციური სამოდელო გაკვეთილი
ინოვაციური სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა
და ჩატარება
გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან
ამ
ტიპის გაკვეთილის მთავარი მახასიათებელი ის არის,
რომ იგი
უნდა განსხვავდებოდეს ყოველდღიური გაკვეთილებისგან და გვთავაზობდეს რამე სიახლეს,
არასტანდარტულ, შემოქმედებით მიდგომას სწავლა-სწავლებაში. მასწავლებელი მუდმივად
უნდა ცდილობდეს
საკუთარი ცოდნის
განახლებასა და
თვალყურს ადევნებდეს საგანში სიახლეებს, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ
დონეზე. საქართველოში საგნობრივი პროგრამები განსაზღვრული ვადით მტკიცდება,
მასში ცვლილებების ასახვას ხანგრძლივი მუშაობა და
განხილვა სჭირდება.
ეს განსაკუთრებით ეხება ისტ-ს, რადგანაც ეს
სფერო ყველაზე
სწრაფი ტემპით
ვითარდება.
ინოვაციური გაკვეთილის მთავარ
მახასიათებლებს წარმოადგენს:
·
გაკვეთილი იყოს
თემატურად ინოვაციური ან მეთოდურად
ინოვაციური;
·
სიახლე შემოქმედებითად და საინტერესოდ იყოს შემოტანილი საგაკვეთილო სივრცეში;
·
მასალა თანმიმდევრულად და საინტერესოდ იყოს მიწოდებული მოსწავლეებისთვის;
·
გაკვეთილმა უზრუნველყოს დაგეგმილ შედეგზე/შედეგებზე გასვლა.
მინდა გაგიზიაროთ
გამოცდილება, გთავაზობთ ჩემ მიერ ჩატარებული ინოვაციური სამოდელო
გაკვეთილის გეგმას
და რეფლექსიას:
სამოდელო გაკვეთილის
გეგმა
საგანი
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საფეხური/ კლასი
|
დაწყებითი/III
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის
ტიპი
|
ინოვაციური
Ø მომავლის
სახელოსნო
Ø ვირტუალური მუზეუმი
„მომავლის სახელოსნო“
თანამშრომლობითი სწავლების მეთოდია. რომელიც
არ მქონდა
გამოყენებული, ინოვაციაა III კლასის მოსწავლეებისათვის, როდესაც რაიმე
პრობლემის გადაჭრა
გვსურს, ვაზუსტებთ პრობლემას და ერთობლივად ვიწყებთ მისი
გადაჭრის გზების
ძიებას. გაგაცნობთ მეთოდის მიმდინარეობის ძირითად
ფაზებს:
მოსამზადებელი ფაზა – ამ
ფაზაში მასწავლებელი განუმარტავს კლასს გაკვეთილის მიზანს (კერძოდ, რა
პრობლემის გადაჭრა
დაისახეს), გააცნობს/შეახსენებს მეთოდის მიმდინარეობას და „თამაშის წესებს“.
ამ ფაზაში
სასურველია, მოსწავლეებს შევთავაზოთ მარტივი სავარჯიშო განტვირთვის მიზნით;
კრიტიკის ფაზა – ამ ფაზაში
სასურველია, გავამხნევოთ მოსწავლეები, დავაძლევინოთ დაძაბულობა, შიში, რათა თავისუფლად გამოხატონ აზრი დასმული
საკითხის შესახებ
და ჩამოაყალიბონ ის ზუსტად და
კონკრეტულად. კრიტიკული საკითხების შეკრების შემდეგ
მათ აერთიანებენ პრობლემის სფეროებად, რომლებიც ჩამოიწერება დაფაზე. აქედან
მოსწავლეები ირჩევენ
მათთვის აქტუალურ პრობლემას, რომელიც ფანტაზიის ფაზაში დამუშავდება;
ფანტაზიის ფაზა – ამ
ფაზას აქვს
აუცილებელი „თამაშის
წესი“. ყოველგვარი სურვილი, ოცნება, უტოპია
ნებადართულია. ამ
ფაზაში პირველი
ნაბიჯი უნდა
იყოს კრიტიკული პუნქტების პოზიტიურად გადაფორმულირება. მეორე ნაბიჯზე გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარების მრავალფეროვანი, ფანტაზიით სავსე
გზები უნდა
დასახონ. ამ
ფაზაში მათ
ნაკლებად უნდა
იფიქრონ იმაზე,
რამდენად განხორციელებადი და რეალურია მათი
იდეები. შეიკრიბება როგორც განხორციელებადი, ისე უტოპიური იდეები. მომდევნო ნაბიჯზე
იდეები გადამუშავდება და უფრო მეტად
დაკონკრეტდება;
განხორციელების ფაზა – ამ
ეტაპზე ხდება
წინა ფაზაში
შეჯერებული მონახაზების რეალობასთან მისადაგება. ისევე,
როგორც წინა
ფაზაში, ამ
დროსაც საჭიროა
კრეატიულობა და
ფანტაზია, რათა
უკეთესი შედეგის
მისაღებად ახალი
გზა ვიპოვოთ.
რეალობასთან თავსებადობის მისაღწევად იდეები უნდა
დაკონკრეტდეს. ამისათვის რამდენიმე კითხვას უნდა
გაეცეს პასუხი.
კერძოდ, რა
ღონისძიებებია გასატარებელი, ჩვენი იდეა რეალობად რომ იქცეს? რა
ხარვეზი აქვს
ამ პრობლემის გადაჭრის ჩვენეულ გზას?
იქნებ არსებობს ამ პრობლემის უფრო
ალტერნატიული და
უფრო რეალური
ხერხი? რამდენი
დრო გვაქვს
ცალკეული ნაბიჯებისთვის და სხვა.
ასევე ინოვაციაა:
ამ საიტის შესახებ
არ არის
მითითებული სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამაში, არ არის მითითებული ხელვნების არცერთ სახელმძღვანელოში.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აქტუალობა
|
ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც ფართოდ
განიხილება ყველგან,
ინოვაციური მეთოდებით ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემაა და
მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის საჭირო მეთოდების დანერგვა. მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდების იმ
ფორმებსა და
მიდგომების გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერთან და
კრიტიკული და
შემოქმედებითი აზროვნებვის განსავითარებლად.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თემა
|
ექსკურსია მუზეუმში
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დრო
|
45 წთ
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მოსწავლეთა
პროფილი
|
13
მოსწავლეა. სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე მოსწავლე კლასში
არ არის.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სწავლა-სწავლების
პროცესი (ე. ს . გ)
|
მოსწავლეს ცნობისმოყვარეობა გაუღვივდეს
ხელოვნებისა და კულტურის ცნობილ ნიმუშების მიმართ ხელოვნებას დაუკავშიროს ისტ და გაეზარდოს მოტივაცია საგნის მიმართ,
განუვითარდეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლემ ამოიცნოს და
მიაკუთვნოს მხატვრული ნაწარმოები ხელოვნების შესაბამის დარგს, მოსწავლემ შეძლოს
შეადგინოს მუზეუმში ქცევის წესები, იმსჯელოს მუზეუმში ნანახი ნიმუშების შესახებ
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლემ უნდა შეძლოს:
მუზეუმში ქცევის
წესების შედგენა;
ექსკურსიის დაგეგმვაზე და პრობლემებზე მსჯელობა.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შედეგები (ე.ს. გ)- კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
|
ს.გ.დაწყ.(I).- ს.გ.III.3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში)
შეასრულოს სამუშაო.
·
ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიებაში მონაწილეობა,
ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს განსხვავებულ
მოსაზრებებს;
·
უსმენს და ითვალისწინებს მასწავლებლის ინსტრუქციას,
რჩევას/მითითებას;
·
ელექტრონულად უგზავნის საკუთარ ციფრულ ნამუშევარს,
როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებელს;
·
მხარს უჭერს და ამხნევებს თანაკლასელებს
სხვადასხვა სასწავლო ღონისძიების მომზადების, ჩატარებისა თუ ერთობლივი
ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.დაწყ.(I). ს.გ.III.5. მოსწავლემ უნდა შეძლოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგების, ზოგიერთი ჟანრის განსხვავება ერთმანეთისგან, მათი დაკავშირება ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სხვა საგნებში განვლილ მასალასთან.
• ჩამოთვლის და
ამოიცნობს სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს (ფერწერა,
გრაფიკა, ქანდაკება, კერამიკა, ტექსტილი და
სხვა);
• ასახელებს და
ამოიცნობს ზოგიერთ
ჟანრს (პეიზაჟი,
ნატურმორტი, პორტრეტი);
• ხელოვნების ზოგიერთ
ცნობილ ნიმუშს
მიაკუთვნებს მათ
შესაბამის დარგს,
ჟანრს და
საუბრობს საკუთარ
დამოკიდებულებაზე (რომელი მოსწონს,
რატომ);
• ასახელებს და
ახასიათებს დარგებთან დაკავშირებულ პროფესიებს (კომპოზიტორი, მხატვარი, რეჟისორი და
ა.შ.);
• აგროვებს ინფორმაციას მის რეგიონში მდებარე
(ქალაქი, სოფელი,
დასახლება) არქიტექტურულ ძეგლებზე, ფერწერულ ნამუშევრებზე, ქანდაკებებზე, დეკორატიულ-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნიმუშებზე და აცნობს
თანაკლასელებს;
• ასახელებს ნამუშევარს, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სამხატვრო გალერეაში ან
მუზეუმში ყოფნისას;
• სვამს კითხვებს ნამუშევარში ასახული საგნების, ადამიანებისა და მოვლენების შესახებ, საუბრობს შინაარსზე, მასში გამოხატულ განწყობილებაზე და მიღებულ შთაბეჭდილებაზე;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წინარე ცოდნა
და უნარ-ჩვევები
|
ცოდნა
·
რა არის მუზეუმი
·
ვინ არის გიდი
·
რა არის ექსპონატი
უნარ-ჩვევები
·
მხატვრული ნაწარმოების
ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების უნარი
·
უკვე შესწავლილი მასალის
და შესასწავლი მასალის შესახებ მსჯელობა.
·
თანამშრომლობის, პრეზენტაციის,
კომუნიკაციის, გაკვეთილზე დისკუსიაში მონაწილეობის
უნარი;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გაკვეთილზე
გამოყენებული აქტივობები
|
ü ახსნა-განმარტება-საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება;
ü ინტერაქტიული რესურსის გამოყენებით კითხვა-პასუხი;
ü ინფორმაციის
გაცნობა;
ü ვირტუალური ექსკურსია მუზეუმში;
ü ნამუშევრების
ამოცნობა;
ü ჯგუფური მუშაობა -ექსკურსიის მოსაწყობად შესაძლო პრობლემების
გამოვლენა/ მუზეუმის შერჩევა;
კითხვა პასუხი/პრობლემების გამოკვეთა
ü ჯგუფური მუშაობა -მუზეუმში ქცევის წესები;
ü ჯგუფური მუშაობა -თამაში-„ექსკურსიაზე მუზეუმში
მივდივარ და მიმაქვს“;
ü შესრულებული დავალების პრეზენტაცია;
ü კითხვა/პასუხი-მსჯელობა/შეჯამება;
ü შეფასება: განმავითარებელი;
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ორგანიზების
ფორმები
|
მთელი კლასი, ჯგუფური, ინდივიდუალური.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება და
თვითშეფასება
|
განმავითარებელი შეფასება; თვითშეფასება
და ურთიერთშეფასება.
·
მოსწავლეთა ინდივიდუალური
შეფასებისათვის და თვითშფასებისათვის შექმნილი რუბრიკა
·
ჯგუფური მუშაობის შეფასება შეფასების
და თვითშეფასების რუბრიკის გამოყენებით
·
განმავითარებელი შეფასება
მთელი გაკვეთილის მანძილზე.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა
და რესურსები:
|
სახელმძღვანელო, პროექტორი, კომპიუტერი, power point-ში დამზადებული ინტერატიული პრეზენტაცია, მარკერები, ფორმატი, თაბახის ფურცლები, საწერი
კალმები, დაფა, ცარცი. შეფასების, თითშეფასების და ურთიერთშეფასების რუბრიკები (იხ.დანართი №1,№2).
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გ
ა კ ვ ე თ ი ლ ი ს მ ს ვ ლ ე ლ ო ბ ა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
I მოსამზადებელი ფაზა: 15 წთ
1.აქტივობის
აღწერა გაკვეთილს ვიწყებთ მოსამზადებელი ფაზით. მივესალმები
კლასს, გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზნებს, შეფასების და თვითშეფასების რუბრიკას.
ამ ფაზაში მოსწავლეებს განვუმარტავ გაკვეთილის მიზანს, გავაცნობ მეთოდის მიმდინარეობას
და იმ წესებსაც, როგორც უნდა წარიმართოს გაკვეთილი მოსამზადებელ ფაზაში.
2.აქტივობის აღწერა მოსწავლეებს
ვეკითხები:
1. ხომ არ იცით
სად ინახება ხელოვნების ნიმუშები?
2.ვინ არის
გიდი?
3. რა არის
ექსპონატი?
4. გიფიქრიათ
ოდესმე როგორ იქმნება მუზეუმები, როგორ გროვდება იქ ხელოვნების ნიმუშები?
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში ვუხსნი სიტყვების მნიშვნელობას მუზეუმთან დაკავშირებით
3.აქტივობის
აღწერა-მოსწავლეებმა უნდა ამოიცნონ სახელმძღვანელოში მოცემულ
ილუსტრაციაზე, რომელზეც საგამოფენო დარბაზია ასახული, რომელი ხელოვნების ნიმუშებია
გამოფენილი
4.აქტივობის
აღწერა შევთავაზებ
აქტივობას „ვირტუალური ექსკურსია მუზეუმში“-მოსწავლეებს
ვთხოვ ინტერნეტბრაუზერის სამისამართო ზოლში აკრიფონ https://artsandculture.google.com/
- შემდეგ დაკლიკონ: explore , შემდეგ-street-view ვირტუალური მუზეუმებში მოძებნონ მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები და დაათვალიერონ ვირტუალურად.
II კრიტიკის
ფაზა: 10 წთ
1 აქტივობის
აღწერა-კრიტიკის ფაზა - მოსწავლეებს ვუხსნი რომ, საქართველოს მუზეუმების დათვალიერება ვირტუალურად არ ხერხდება , საჭიროა რეალურად დაიგეგმოს ექსკურსია და უნდა გავიაზროთ რა პრობლემებმა შეძლება იჩინოს თავი მუზეუმში ექსკურსიის დროს,
ვეკითხები:
5. რა არის
სჭირო მუზეუმში ექსკურსიის მოსაწყობად?
6. რა პრობლემებს
შეიძლება წავაწყდეთ ?
7. რა
საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სამუზეუმო ექსპონატები?
მოსწავლეები მსჯელობენ, ასახელებენ
პრობლემებს, რომელსაც ვწერთ დაფაზე, მოსწავლეებს ვაჩვენებ საქართველოს მუზეუმების
კატალოგის პროექტორით და ვთხოვ შეარჩიონ მუზეუმი, სადაც ისურვებდნენ რეალური ექსკურსიის
მოწყობას.
III ფანტაზიის
ფაზა: 10 წთ
1.აქტივობის აღწერა-გადავდივართ
ფანტაზიის ფაზაში და გონებრივი იერიშით
დაიწყება ზემოთ აღნიშნული საშიშროებების აღმოფხვრის გზების ძიება. ამ ეტაპზე აუცილებელია
გამოითქვას, რაც შეიძლება ბევრი იდეა. შესაძლებელია იყოს უტოპიურიც. ყურადღებას ვაქცევთ
მხოლოდ იდეების რაოდენობას. მოსწავლეებს ვთხოვ ჩამოწერონ წესები ჯგუფებში როგორ უნდა
მოიქცნენ მუზეუმში ექსკურსიის დროს.
2.აქტივობის
აღწერა-მოსწავლეებს ვთავაზობ თამაშს „ექსკურსიაზე მუზეუმში
მივდივარ და მიმაქვს“ ჯგუფის ყველა წევრი ასახელებს რის წაღებას აპირებს ექსკურსიაზე?
რაში გამოიყენებს მას? იდეებს ჩამოწერენ ფორმატზე.
IVგანხორციელების
ფაზა: 10 წთ
1. აქტივობის
აღწერა-განხორციელების ფაზაში ერთობლივად ვიმსჯელებთ პრობლემის
მოგვარების რომელი იდეაა რეალური და განხორციელებადი. შესაძლებლობის შემთხვევაში
შევიტანთ ცვლილებებს საშიშროებათა აღმოფხვრის იმ გზებში, რომლებიც განხორციელებადს
გახდიან მათ. კიდევ უფრო დაკონკრეტდება იდეები და ცალკე ფორმატზე დაფიქსირდება. მოსწავლეები
პასუხობენ კითხვებს:
12.რა ღონისძიებებია
გასატარებელი, ჩვენი იდეა რეალობად რომ იქცეს?
13. რა ხარვეზი
აქვს ამ პრობლემის გადაჭრის ჩვენეულ გზას?
14. იქნებ არსებობს
ამ პრობლემის უფრო ალტერნატიული და უფრო რეალური ხერხი?
15.რამდენი
დრო გვაქვს ცალკეული ნაბიჯებისთვის?
2. აქტივობის აღწერა-მოსწავლეებს ვაძლევ
განმავითარებელ შფასებას, განმავითარებელი შეფასების რუბრიკების საფუძველზე( იხ.დანართი№1) მოსწავლეები
აფერადებენ თვითშეფასების და ჯგუფის შეფასების სქემებს( იხ.დანართი№2).
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება: (მოსწავლის შეფასების რუბრიკები
, თვითშეფასების და ურთიერთშეფასეების სქემა თან ერთვის გეგმას)
განმავითარებელი შეფასება შეფასების
რუბრიკების გამოყენებით.
დანართი №1
შეფასების რუბრიკები
მოსწავლის ინდივიდუალური განმავითარებელი შეფასება
მოსწავლის სახელი გვარი
-------------------
-------------------------------
ეცნობა მუზეუმის ფუნქციას
|
შეუძლია
ამოიცნოს და მიაკუთვნოს მხატვრული ნაწარმოები ხელოვნების შესაბამის დარგს
|
შეუძლია მუზეუმში ქცევის წესების
შედგენა
|
შეუძლია
მუზეუმში ექსკურსიის დაგეგმვაზე და პრობლემებზე მსჯელობა.
|
შეუძლია კითხვებზე
შესაფერისი პასუხის გაცემა
|
შეუძლია სათქმელის
ნათლად და გასაგებად გადმოცემა
|
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა
კრიტერიუმი
|
ძალიან კარგი
|
კარგი
|
საშუალო
|
საჭიროებს გაუმჯობესებას
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს მიზნის გააზრება
|
ჯგუფმა სამუშაო
მიზანი კარგად გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო
მიზანი გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაო
მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
|
ჯგუფმა სამუშაოს
მიზანი კარგად ვერ გააცნობიერა
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად
ორგანიზებული იყო, ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ორგანიზებული
იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო ნაწილობრივ
იყო ორგანიზებული და ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად გადანაწილდა
|
სამუშაო არ
იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არ განაწილებულა
|
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
გააჩნიათ საუკეთესო
ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
საკმარისად
გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
ნაწილობრივ
გააჩნიათ ურთიერთქმედებისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
არ გააჩნიათ
მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი
|
დროის ლიმიტი
|
საუკეთესოდ
იცავენ დროის ლიმიტს
|
საკმარისად
იცავენ დროის ლიმიტს
|
უჭირთ დროის
ლიმიტის დაცვა
|
ვერ იცავენ
დროის ლიმიტს
|
თანამშრომლობა
|
ჯგუფის ყველა წევრი იყო აქტიური და სამუშაო ნაყოფიერი,
ჯგუფის წევრებს შორის იყო პოზიტიური და საქმიანი ურთიერთობები
|
ჯგუფის თითქმის
ყველა წევრი იყო აქტიური, ჯგუფის წევრებს შორის ძირითადად პოზიტიური ურთიერთობები
იყო
|
მხოლოდ ერთი–ორი
მოსწავლე აქტიურობდა, ჯგუფის აქტიურ წევრებსა და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობები იძაბებოდა
|
ჯგუფის წევრები
არ აქტიურობდნენ, ჯგუფის წევრებს შორის არ
შეინიშნებოდა თანამშრომლობითი გარემო
|
დანართი №2 ჯგუფი N------
შეფასება (გააფერადე შესაბამისი ღიმილი)
ვერ შეასრულეს
|
გაუჭირდათ შესრულება
|
კარგად შეასრულეს
|
|
|
|||
|
მოსწავლის თვითშფასების სქემა
მოსწავლის სახელი
და გვარი--------------------- --------------------------------------
კრიტერიუმები
|
დიახ
|
ნაწილობრივ
|
არა
|
ვეცნობი მუზეუმის ფუნქციას
|
|||
შემიძლია ამოვიცნო
და მივაკუთვნო მხატვრული ნაწარმოები ხელოვნების შესაბამის დარგს
|
|||
შემიძლია მუზეუმში ქცევის წესების
შედგენა
|
|||
შემიძლია მუზეუმში ექსკურსიის დაგეგმვაზე და პრობლემებზე მსჯელობა.
|
|||
შემიძლია კითხვებზე
შესაფერისი პასუხის გაცემა
|
|||
შემიძლია სათქმელის
ნათლად და გასაგებად გადმოცემა
|
ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
დაწყებით
საფეხურზე ხელოვნების, როგორც სასწავლო-აღმზრდელობითი დარგის, პედაგოგიურ პოტენციალს
მისი თვალსაჩინო-სახეობრივი ბუნება განსაზღვრავს. უმცროსკლასელებში, მათი ასაკობრივი
თავისებურებიდან გამომდინარე, თვალსაჩინო-პრაქტიკული აზროვნება და სამყაროს ემოციური
აღქმა სჭარბობს, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია აღმოჩენაზე, კეთებაზე, დაკვირვებაზე
დაფუძნებული აქტივობა, რასაც კარგად მიესადაგება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
შესწავლის სპეციფიკა. მესამე კლასის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტის
გაანალიზების შემდგომ გადავწყვიტე დამეგეგმა
ინოვაციური გაკვეთილი, რადგან სწავლების
ამ საფეხურზე საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოსწავლის მიერ ინფორმაციის შემეცნებაზე გადასვლას, მოსწავლემ უნდა შეძლოს
მიღებული ცოდნის გაანალიზება.
ამ გაკვეთილით მოსწავლეებმა შეძლეს გაეანალიზებინათ ახალი მასალა, გაეცვნენ მუზეუმის ისტორიას, იმოგზაურეს ვირტუალურ
მუზეუმში, დაგეგმეს მუზეუმში ექსკურსია, შეუმუშავეს მუზეუმში ქცევის წესები და იმსჯელეს
რა ნივთები დასჭირდებოდათ ექსკურსიის მოსაწყობად.
ვფიქრობ,
ჩემი კოლეგებისთვის საინტერესო იყო: გაკვეთილზე ჩემ მიერ - სწორად დაგეგმილი ესგ-ესთან
შესაბამისობაში მყოფი მიზანი, სწორად შერჩეული სწავლების სტრატეგიები, მიზანთან შესაბამისი
მრავალფეროვანი რესურსები, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასწავლო
გარემო, გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები, კოლეგებს უჩვენებს იმ გზას, როგორ
შეიძლება შევქმნათ სასწავლო რესურსები და ისევ ამ მასალაზე დაყრდნობით ვამუშაოთ მოსწავლეები
ჯგუფურად და გავუაქტიუროთ წინარე ცოდნა .
გაკვეთილის მიზანი
ინტერაქტიული მეთოდების
გამოყენებით ეტაპობრივად განხორციელდა, გამოვიყენე ინოვაციური მეთოდები:
მომავლის სახელოსნო ; ვირტუალური მუზეუმი .
„მომავლის სახელოსნო“ თანამშრომლობითი სწავლების მეთოდია. რომელიც არ მქონდა გამოყენებული. მოსწავლეებმა შეიმუშავეს მუზეუმში
ქცევის წესები,
მოეფიქრეს საჭირო
ნივთბი რაც
დასჭირდებოდათ მუზეუმებში რეალური
ექსკურსიის მოსაწყობად.
ასევე ინოვაციაა „ვირტუალური მუზეუმის“ გამოყენება, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა, რომელიც ფართოდ განიხილება ყველგან, ინოვაციური მეთოდებით ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების პრობლემაა და მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისათვის საჭირო მეთოდების დანერგვა. მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდების იმ ფორმებსა და მიდგომების გამოყენება, რომლებიც დაკავშირებულია კომპიუტერთან და კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებვის განსავითარებლად. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინტერნეტსივრცეში განთავსებული ვირტუალური მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები. ყოველივე
ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია რომ,
მივაღწიეთ გაკვეთილის მიზანს და
გავედით ესგ-ს შედეგებზე.
გაკვეთილი
დაგვეხმარება მე და ჩემ კოლეგებს მომავალში
გავითვალისწინოთ მიღებული გამოცდილება და
გავიუმჯობესოთ პედაგოგიური პრაქტიკა. ამ გაკვეთილმა: რამდენიმე მოსწავლეს დააძლევინა
დაბალი თვითშეფასება და გახადა მეტად თავდაჯერებული. მიღებული უნარ-ჩვევებით მოსწავლეები
შეძლებენ გადაწვეტილების მიღებას პრობლემის გადაჭრას და ჯგუფთან გაზიარებას.
გაკვეთილის
ყველა აქტივობა დროში მქონდა გაწერილი, არ გამხდარა საჭირო გეგმის მოდიფიცირება.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა ჩართულობა, აქტიურობა და კრეატიულობა, რაც მათი მსჯელობაში გამოიხატა. ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიე, რადგან მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვირტუალური გალერეა,
იმსჯელეს, შეიმუშავეს მუზეუმში ქცევის
წესები, მოიფიქრეს
და იმსჯელეს
რა იყო
საჭირო რეალური
ექსკურსიი დასაგეგმად, რითაც ხელი
შეეწყო მათი
პრობლემის გადაჭრის,
შემოქმედებითი და
კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას. ამრიგად, ისინი მაღალ სააზროვნო დონეზე გავიდნენ.
ვფიქრობ, გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეებსა და ჩემს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო, ის ეფუძნებოდა პატივისცემასა და თანამშრომლობას. მოსწავლეებმა შეძლეს განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა. კლასის მართვის, დისციპლინის მხრივაც პრობლემები ფაქტობრივად არ წარმოშობილა. მოსწავლეები ძირითადად იცავდნენ ქცევის წესებს, მათი შეხსენება არ დამჭირვებია. სასწავლო დრო ფუჭად არ გამოგვიყენებია. გაკვეთილი იყო სახალისო და დინამიკური. მასში ყველა მოსწავლე იყო ჩართული. გაკვეთილი ყველაზე
წარმატებული იყო
სიღრმისული წვდომის
ფაზაზე, მოსწავლეები მუშაობდნენ ჯგუფებად,
ვინაიდან მოსწავლეები უფრო მეტად
დამოუკიდებლები და
თვითდაჯერებულები, მოტივირებულები იყვნენ,
აღიჭურვენ პასუხისმგებლობის გრძნობით.
მთლიანობაში გაკვთილისათვის უმნიშვნელოვანესი იყო ის,
რომ იგი
სცილდებოდა სასწავლო
პროგრამას და
გათვლილი იყო როგორც საგნის ცოდნის ეფექტურად
გამოყენებაზე, ინოვაციური მეთოდების
დანერგვაზე.
მიმაჩნია
რომ, მრავალფეროვანი მეთოდების
არსებობამ, ხელი
შეუწყო მოსწავლეებს უკეთ გაეაზრებინათ ახალი მასალა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის
წარმართვა მხოლოდ
და მხოლოდ
ჩემი მოსწავლეების აქტიურო ჩართულობის ხარჯზე შევძელი,
იგრძნობოდა უკუკავშირი. მიუხედავად იმისა,
რომ გაკვეთილზე აქტიურად
ვიყენებდი დროის
ეფექტურად მართვის
სხვადასხვა სტრატეგიებს დროის სწორი
მენეჯმენტი მაინც
აქილევსის ქუსლად
მრჩება, სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას
, შვეცდები ზუსტად განვსაზღვრო აქტივობების დრო, თუმცა ვთვლი, რომ გაკვეთილი ცოცხალი
პროცესია და მიუხედავად ყველა რისკის გათვალისწინებისა, შეიძლება წარმოიშვას დამაბრკოლებელი
ფაქტორები.
ბოლოს,
დასკვნის სახით, მინდა ავღნიშნო, ჩატარებულმა გაკვეთილმა
დამანახა, რომ: მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს
მუზეუმის ფუნქცია, მისი დანიშნულება, გაეზარდათ საგნის მიმართ ინტერესი, რაც,
ვფიქრობ, მნიშვნელოვნად აისახება სასწავლო
პროცესზე. გამიჩნდა მოტივაცია ხშირად დავგეგმო
და ჩავატარო მსგავსი ტიპის გაკვეთილები.
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი:
რევაზ ცარციძე
გამოყენებული ლიტერატურა:
- დაწყებითი
საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024
- კლდიაშვილი ა. ღაღანიძე ნ. (2018 წ) ხელოვნება III
კლასი. გამომცემლობა „კლიო“.
- ინტერაქტიული
მეთოდები პრაქტიკაში; ავტორები: სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა რატიანი,
ნინო ლომიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი;
- მასწავლებლის
საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის
გზამკვლევი. მეორე ნაწილი.
სტატია: ვირტუალური მუზეუმი ხელოვნების გაკვეთილზე
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება ხელს
უწყოს მოსწავლის ჰარმონიულ განვითარებას. აძლევს მას
გარკვეული ცოდნას არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების შესახებ, ასევე მოსწავლეს აქვს თვითრეალიზების საშუალება. უღვივებს
შემოქმედებითი აქტივობის სურვილს და ანალიზის უნარს. საბოლოოდ აღუძრავს მოსწავლეს ხელოვნების ნაწარმოებთან „ურთიერთობის“
სურვილს, უბიძგებს აზროვნებისაკენ, შემოქმედებითი აქტივობებისაკენ, გამოუმუშავებს ამისთვის
საჭირო უნარ-ჩვევებს. ხელოვნების სფეროს შესახებ მიღებული თეორიული ცოდნა, მოსწავლეს ეხმარება ხელოვნების ნაწარმოების აღქმაში,
აღძრული ემოციის და შთაბეჭდილების გაანალიზებაში, საკუთარი აზრის გამომუშავებასა და
მკაფიოდ ჩამოყალიბებაში.
აუცილებელია მასწავლებელმა
მკაფიოდ განსაზღვროს კონკრეტული გაკვეთილის
მიზანი ძირითადი საკითხებიდან გამომდინარე, ასევე მასწავლებელმა უნდა გაიაზროს შედეგი,
რომლის მიღწევასაც აპირებს, ამის მიხედვით უნდა შეირჩეს რესურსები, დაიგეგმოს აქტივობები
და განისაზღვროს საჭირო დრო.
მიმაჩნია რომ, ეფექტური
რესურსების გამოყენება მნიშვნელოვანი წინაპირობაა სახვითი და ხელოვნების
მიზნების მისაღწევად, რადგან სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების გარეშე
წარმოუდგენელია ხელოვნების ნაწარმოების აღწერა/ანალიზის უნარის გამომუშავება და მოსწავლეთა
მოტივაციის ამაღლება.
რესურსი შესაძლოა შეირჩეს
შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
·
საჭიროება
·
ხელმისაწვდომობა
·
შენახვის უზრუნველყოფა
·
დახმარება
რესურსის შექმნისას მასწავლებელმა
უნდა განსაზღვროს:
·
რა არის მის მიერ მოფიქრებულ ან მოძიებულ რესურსში ისეთი, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების
საფუძველზე სწავლას
·
რა არის მის მიერ მოფიქრებულ ან მოძიებულ რესურსში ისეთი,
რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას
·
შეუწყობს თუ არა ეს რესურსი ხელს ნასწავლის უფრო უკეთ
გაგება-გააზრებას
საგანმანათლებლო რესურსები
შეუძლია მასწავლებელმა თვითონ დაამზადოს ან მოიძიოს. თანამედროვე პირობებში სასწავლო
პროცესის წარმატებით ორგანიზებისთვის, მასწავლებელს
უწევს სწავლების ახალი ფორმების, მეთოდებისა და მასალის მიწოდების ახალი საშუალებების
ძიება. ვინაიდან კომპიუტერი და ინტერნეტი მჭიდროდ დამკვიდრდა ჩვენს ცხოვრებაში, თანამედროვე
ახალგაზრდობა კი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ტექნოლოგიების მიმართ, ამიტომ მასწავლებელმა
ეს ინტერესი აუცილებლად უნდა გამოიყენოს სწავლების პროცესში, რადგანაც კომპიუტერი და
ინტერნეტი თამაშობს მასწავლებლის დამხმარე
როლს.
მინდა ჩემი გამოცდილება
გაგიზიაროთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების გამოყენებით სახავითი და გამოყენებითი
ხელოვნების გაკვეთილზე ვირტუალური ექსკურსიის შესახებ. ხელოვნების ისტორიის გარკვეული
ეპოქის, თემის შესწავლა-დამუშავებისას შესაძლებელია
მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში ვირტუალური ექსკურსიის
მოწყობა. ვირტუალური ექსკურსია არის ინტერნეტში განთავსებული სამგანზომილებიანი სცენა, რომელიც პოტენციურ კლიენტს რაიმე რეალურ ობიექტზე წარმოდგენის მიღების
შესაძლებლობას აძლევს. შექმნილ მოდელში შესაძლებელია
ვირტუალურად გადაადგილება.
მსოფლიო ხელოვნების მუზეუმების
რეალურად დათვალიერებისთვის მარტო სურვილი არ არის საკმარისი, არსებობს ხელისემშლელი
ფაქტორები: დროის უქონლობა,
მატერიალური მხარე,
ყოფითი პრობლემები.
ვირტუალური ექსკურსიები,
რა თქმა
უნდა, სრულყოფილად
ვერ ჩაანაცვლებს
რეალურ ექსკურსიებს,
მაგრამ ეს
საუკეთესო საშუალებაა საოცნებო ადგილების
გასაცნობად ნებისმიერ
დროს.
ამგვარი ექსკურსიების კიდევ
ერთი უპირატესობა,
ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ეპოქის შესწავლისას,
მრავალფეროვანი ვიზუალური
მასალის მოძიების შესაძლებლობა და მოსწავლეთა
მსოფლმხედველობის გაფართოებაა.
აგრეთვე, ის
გაკვეთილებს უფრო
ცოცხალსა და
საინტერესოს გახდის.
ვირტუალური მუზეუმები
მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსს წარმოადგენს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
გაკვეთილისთვის, რადგან შესაძლებელია მუზეუმებში
განთავსებული ექსპონატების დათვალიერება/მოძიება. მასწავლებელმა მოსწავლეები შეუძლია
ამუშავოს დამოუკიდებლადაც და ჯგუფურადაც. ასევე შესაძლებელია მასწავლებელმა დაათვალიერებინოს
პროექტორის საშუალებით მთელ კლასს.
ვირტუალური ექსკურსის
გამოყენება სახვით და გამოყენებით გაკვეთილზე ხელს უწყობს:
·
ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მიღწევას;
·
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას;
·
მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოვებას;
·
კვლევა/ძიების უნარის განვითარებას;
·
აღწერა/ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის
განვითარებას;
·
დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას;
·
თანამშრომლობის უნარის განვითარებას;
ამგვარად, ვირტუალური
ექსკურსიების გამოყენება სასწავლო პროცესს
ხდის უფრო საინტერესოს, ხარისხიანსა და შედეგზე
ორიენტირებულს. ბოლოს, დასკვნის სახით მინდა აღვნიშნო რომ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების
გათვალისწინებით და მათ საჭიროებებზე მორგებული რესურსების გამოყენებით შესაძლებელია
მოსწავლეებს მანამდე მათთვის წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწევინო. მიმაჩნია რომ, ჩვენი
დროის სამყაროში ვირტუალური მუზეუმი არის ეფექტური საგანმანათლებლო რესურსი სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლებისათვის და არა მარტო ვირტუალური მუზეუმი,
ვებ-გვერდს: https://artsandculture.google.com/ ბევრი შესაძლებლობები
აქვს (მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა ეპოქის ნიმუშების ქრონოლოგიურად დალაგების ფუნქცია; ხელოვნების
ნიმუშის სხვა მიმდინარეობის სტილში გადაყვანის საშუალება, მსოფლიოს ცნობილი ქალაქების,
არქიტეტურის ნიმუშების ვირტუალური დათვალიერების
შესაძლებლობა, განთავსებულია ცნობილი ხელოვანების შემოქმედების ამსახველი მასალა და
სხვა).
სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის საჯარო
სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების
წამყვანი მასწავლებელი:
რევაზ ცარციძე
გამოყენებული ლიტერატურა:
http://axaliganatleba.ge/upload/newspaper/1551267292.pdf
https://drive.google.com/file/d/1eP1oFhVmv-_dSDdftlGvWjNJfmdRt6rF/view?usp=sharing
სტატია: როგორ შევადგინოთ შემაჯამებელი ტესტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში
შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების
შედეგს: გვეხმარება დავადგინოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები,
გავიგოთ: რამდენადაა დაძლეული სასწავლო თემა, რამდენად წარმოჩნდა სტანდარტით განსაზღვრული
ცოდნა და/ან უნარ-ჩვევები კონკრეტული თემის შესწავლის შემდეგ. სტანდარტის
მოთხოვნათა დასაფარად, სახვით და გამოყენებით
ხელოვნებაში რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება,
შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს: საკონტროლო; გამოცდა; ტესტირება; მაშტაბური ნამუშევარი; გამოფენა; მოხსენება-რეფერატი (გარკვეული ეპოქის, შემოქმედის შესახებ).
ეროვნული სასწავლო გეგმაში ასევე მითითებულია მოთხოვნები,
რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები: ყველა ტიპის დავალებას უნდა
ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა, კონკრეტული დავალებისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით,
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკის შემადგენელ კრიტერიუმებზე. მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები,
რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.
მსურს გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, გთავაზობთ სახვით
და გამოყენებით ხელოვნებაში შემაჯამებელი გაკვეთილის ნიმუშს, რომელიც შევადგინე არერთფეროვანი
საკითხებით, კერძოდ ტესტი შეიცავდა (ხელოვნების ნიმუშის აღწერა-ანალიზს; ხელოვნების
ნიმუშების შედარებითი ანალიზს -„ ვენის დიაგრამის“ გამოყენებით , კითხვა-პასუხს) ,
VIII კლასში ქანდაკების
შესწავლის შემდეგ დავგეგმე შემაჯამებელი გაკვეთილი,
მოსწავლეების დავალება, შევადგინე როგორც დახურული
ასევე ღია ტიპის კითხვებით, რომელიც ალტერნატიულ პასუხებს არ შეიცავდა, მაგრამ
დასმულ კითხვებზე ლაკონიური პასუხების გაცემას მოითხოვდა. ამ ტიპის ტესტები უფრო მეტად
ამჟღავნებს მოსწავლის შესაძლებლობებს, ვიდრე დახურული კითხვებით შედგენილი ტესტები,
რადგან არ ეძლევათ მზა პასუხებიდან არჩევის საშუალება. მოსწავლეებს კითხვაზე საპასუხოდ
ადეკვატური ინფორმაცია უნდა გადმოეცათ , ლაკონურად
და ხელოვნების ტერმინოლოგიის გამოყენებით, ცნობილი ქანდაკებების შესახებ.
კოგნიტური დიაგრამის შევსება ნათელ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეებს შესადარებელი ნიმუშების არსებით მხარეებზე - ეხმარება
მათ, ინფორმაციის გაანალიზებაში, გამოავლინონ და თვალსაჩინოდ გამოსახონ ხელოვნების
ნაწარმოების საერთო და განსხვავებული ნიშნები.
მსგავსი ტიპის ტესტებზე მუშაობით მოსწავლეებს უვითარდებათ
მაღალ სააზროვნო უნარები: ხელოვნების ნიმუშის აღწერა-ანალიზის, ორი ეპოქის დამახასიათებელი მხატვრულ ხერხებზე მსჯელობის,
საკუთარი შეხედულების დასაბუთების უნარი. გრაფიკული
მაორგანიზებლების, კერძოდ, ვენის დიაგრამის გამოყენება კი ავითარებს ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნებას,
უვითარებს შედარებითი ანალიზის უნარს.
რეკომენდაციის სახით მინდა ავღნიშნო რომ, მნიშვნელოვანია
მასწავლებელმა გაანალიზოს მოსწავლეთა ნამუშევრები,
დაწეროს რეფლექსია:
1.რა შეასრულეს მოსწავლეებმა კარგად?
2.რა გაუჭირდა
მოსწავლეებს ყველაზე მეტად?
3.წინა შემაჯემებელთან შედარებით როგორია
მოსწავლის შედეგი?
4.რას გააკეთებს მასწავლებელი იმისთვის რომ უკეთეს შედეგს მიაღწიოს?
შემაჯამებელი გაკვეთილის
გეგმა
თემა :
ქანდაკება
კლასი: VIII
მიზანი: • მოსწავლის მიერ თეორიული ცოდნის ათვისების შემოწმება. სხვა და სხვა ქვეყნის კულტურის ძირითადი თავისებურებების ცოდნა, ქანდაკების სხვა და სხვა ტიპის ნიმუშების დახასიათების უნარი.
შეფასება: თეორიული ცოდნა.
მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური
რესურსი: სახელმძღვანელო, შემაჯამებელი გაკვეთილის ტესტი, საწერი კალამი.
ეროვნული სასწავლო
გეგმით მისაღწევი
შედეგები:
ს.გ. VIII.7. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს
სახვითი ხელოვნების
ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა
ხელოვნების კონკრეტული
ნიმუშის ანალიზის
დროს.
• მსჯელობს ხელოვნების ნიმუშის ჟანრზე, თემაზე, მასალაზე, ტექნიკაზე;
• ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშის ეპოქალურ ნიშნებს;
ს.გ.VIII.8. მოსწავლეს
ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს,
რომ ხელოვნება
არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის
საშუალება.
• ასახელებს კონკრეტული კულტურის რამდენიმე მახასიათებელს, რომლებიც ასახულია ნამუშევარში (სამოსი, არქიტექტურა, ჭურჭელი, ავეჯი და სხვ.);
• მსჯელობს, რა გაიგო ამა თუ იმ ერის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
ს.გ.VIII.10. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
·
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე;
No comments:
Post a Comment